რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა "აშშ-სა და სხვა უცხო ქვეყნების არამეგობრული ქმედებების ზომების შესახებ“ კანონს.
შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნდა სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე.
კანონი ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე.
დოკუმენტი საშუალებას აძლევს შემოიღოს კონტრსანქციები აშშ-სა და სხვა ქვეყნების არამეგობრული ნაბიჯების საპასუხოდ.
ზომები შეიძლება გამოყენებულ იქნას სახელმწიფოების, მათ იურისდიქციის ქვეშ მყოფი ორგანიზაციების, თანამდებობის პირების და მოქალაქეების მიმართ.