პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავიშირებით იქმნება, „ევროპული საქართველო“ უხელმძღვანელებს.
"ჯი-ეიჩ-ენი"-სთვის ცნობილი ხდება იმ ადამიანების სია, ვინც პარტიიდან კომისიაში იქნება.
კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.
კოსიაში ასევე იქნებიან: ოთარ კახიძე, გიგა ბოკერია, ელენე ხოშტარია, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, ირაკლი აბესაძე, მამუკა ჩიქოვანი და ირმა ნადრაშვილი.
ცნობისთვის, კომისიის ფორმირება პარლამენტის უახლოეს სხდომაზე მოხდება.
აღნიშნული კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ აპირებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“.