ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, ადვოკატთან და სახალხო დამცველთან ერთად, პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად შევიდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში ასევე შევიდა მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატი.
სარალიძესა და მაჩალიკაშვილს შეხვედრაზე შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.