ევროკავშირმა შესაძლოა ევროპის წევრი ქვეყნების საგანგებო შეხვედრა ჩაატაროს. რაც გამოწვეულია აშშ-ის გადასახადებით ევროპის საპასუხო მეთოდებზე. განაცხადა ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარგარიტის შინასმა.
„ამ მომენტისთვის მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება შესაძლო არაფორმალური საბჭოს შეხვედრისთის“ - განაცხადა მან.
შინასს არ განუმარტავს ეს შეხვედრა იქნება სახელმწიფო მეთაურების დონეზე თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისრთა დონეზე. მოსალოდენელია, რომ ამის შესახებ ცნობილი გახდება 6 ივნისს, ევროკომისრების ყოველკვირეული თათბირის შემდეგ, რომლის დღის წესრიგში სწორედ გადასახადების შემოღების საკითხი დგას.
აშშ-ის ვაჭრობის მინისტრმა უილბურ როსმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ 1 ივნისს დაუწესა საბაჟო გადასახადი ევროკავშირის ქვეყნებს, კანადას და მექსიკას შემოტანილ ფოლადზე და ალუმინზე - 25 და 10 პროცენტის ოდენობით.
აშშ-მ ამის შესახებ პირველად 23 მარტს განაცხადა. თავის მხრივ ევროკავშირმა 1 ივნისს ვმო-ში აღნიშნული საკითხი გაასაჩივრა.