"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.
ცნობისთვის, დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავიშირებით იქმნება, „ევროპული საქართველო“ უხელმძღვანელებს.
17 ადამიანისგან შემდგარ კომისიაში „ევროპული საქართველო“ 9 წევრით, ანუ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.
კომისიის ფორმირება პარლამენტის უახლოეს სხდომაზე მოხდება.
აღნიშნული კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ აპირებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“.