მალხაზ მაჩალიკაშვილი პრემიერს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და პანკისელებს თბილისში ჩამოსვლისკენ მოუწოდებს. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, პრემიერმა დისკრიმინაციული ნიშნით უარი თქვა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებთან შეხვედრაზე და მან მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლების მიღებაზე გამოთქვა მზაობა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი მის ოჯახს ტერორისტებად მიიჩნევს.