გერმანიის ქალაქ დრეზდენში, მიგრანტთა თავშესაფარში ჩხუბის დროს ოთხი ქართველი დაშავდა.
დაშავებულებს შორის საქართველოს 47 წლის მოქალაქე სერიოზულად არის დაჭრილი, ხოლო დანარჩენს სამს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
ინციდენტთან დაკავშირებით ადგილობრივმა პოლიციამ ერთი ღამით დააკავა 15 ადამიანი, მათ შორის ქართველები.
არსებული ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია ორი ლიბიელისა და ერთ 29 წლის ქართველის წინააღმდეგ, მათ ბრალად წესრიგის დარღვევა და სხეულის მძიმე დაზინებებების მიყენება ედებათ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩხუბში 60-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 30 ქართველი.