აშშ-ში ალაბამას შტატში პატიმარმა, რომელიც 24 წელი ელოდებოდა სიკვდილით დასჯას, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იტყობინება ციხის ადმინისტრაცია.
მათივე ცნობით, 57 წლის ჯეფრი ლინ ბორდენი იქნა ნაპოვნი გარდაცვლილი. პატმარი სასჯელს იხდიდა 1995 წლიდან. მას გამოტანილი ჰქონდა სასიკვდილო განაჩენი თავისი ყოფილი მეუღლის და მეუღლის მამის მკველელობისთვის ბავშვების თვალწინ. საერთო ჯამში მან პატიმრობაში 24 წელი და 5 თვე გაატარა.
როგორც ბორდენის ადვოკატი აცხადებს, მისი კლიენტი განიცდიდა როგორც მძიმე ფსიქიკურ დარღვევებს, ასევე ქრონიკულ ფიზიკურ ტკივილებს და ვერ გადიოდა სათანადო მკურნალობის კურსს.