ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18,6%-ით გაიზარდა და 18,0 მილიარდი ლარი შეადგინა.
ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2018 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 8,7 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 16,0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს.
2018 წლის I კვარტალში მთლიანი ბრუნვის 47,5% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 21,4% - საშუალო, ხოლო 31,1% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.
მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში:
მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 43,5%, საშუალოზე - 24,9%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 31,6%.