ხვალიდან საპროტესტო აქციებში ოპოზიციური პარტიები ჩაერთვებიან. ზაზა სარალიძესა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა და ისინი აქციებს ერთად გააგრძელებენ.
როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა, ხვალ, ექვს საათზე საინფორმაციო მიტინგი გაიმართება და სამოქმედო გეგმას წარმოადგენენ.
„ხვალ, ექვს საათზე საინფორმაციო მიტინგი გაიმართება და მთელ ქვეყანას გავაცნობთ სამოქმედო გეგმას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.