ქობულეთში დაკარგული 14 წლის მოზარდი, მათე მჟავანაძე სამართალდამცავებმა თბილისში იპოვეს – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ის სამართალდამცველებს ქობულეთში, საკუთარ სახლში მიჰყავთ.
მოზარდი გუშინ გაუჩინარდა. არსებული ინფორმაციით, ის თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა.
სამძებრო სამუშაოების შედეგად პოლიციამ მოზარდის ადგილსამყოფელი დილით დაადგინა.
ახლობლების ინფორმაციით,მოზარდი სახლიდან გუშინ 14:00 საათზე გავიდა. ახლობლებმა სამართალდამცველებს მიმართეს, რის შემდეგაც სამძებრო სამუშაოები დაიწყო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ში განუცხადეს, საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იყო დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.