ბათუმში სასტუმრო ''სპუტნიკის'' მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დაკავებული სავარაუდოდ, ის ეჭვმიტანილია რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბათუმში საცხოვრებელი სახლის ლიფტში ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ახალგაზრდა ქალს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით,1992 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.