შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს, – ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მოწმეები საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ 1-ელ ივნისს ბრიფინგზე განაცხადა, რომ შსს იძიებს სისხლის სამართლის საქმეს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა.
მანამდე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდება.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გუშინ, 31 მაისს, ბრალედბულ ორ არასრულწლოვანს, გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით, გ.ჯ.-ს კი, 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდათ.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე სისხლიან გარჩევას ორი არასრულწლოვნის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირი დაუდგენელია. სწორედ ამასთან დაკავშირებით, უკვე რამდენიმე დღეა, პარლამენტთან აქცია მიმდინარეოვბს მოთხოვნით, დაისაჯონ მკვლელობასა და დანაშაულის დაფარვში დამნაშავე პირები.