თეთრი სახლი აწარმოებს წინასწარ მოლაპარაკებებს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას „The Wall Street Journal“-ი ავრცელებს.
თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენელის განცხადებით, აშშ-ს ელჩი მოსკოვში ჯონ ჰანტსმანი ამ მომენტისთვის აშშ-ში იმყოფება, რათა დაეხმაროს შეხვედრის ორგანიოზებაში. მოსამზადებელი ეტაპი შეხვედრისთვის ამ მომენტისთის ადრეულ ეტაპზეა. გამოცემის ინფორმაციით, შესაძლო შეხვედრის ადგილი და დრო განსაზღვრული არაა.
როგორც ერთ-ერთმა მიმომხილველმა აღნიშნა, "ეს პროექტი გრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში."
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი აცხადებდა, რომ დიდი შვიდიანის სამიტის შეხვედრამდე, რომელიც ნოემბერში უნდა გაიმართოს, პრეზიდენტების შეხვედრის საკითხი არ განიხილებოდა.