ერთი არქეოლოგი დაიღუპა, კიდევ ორმა არქეოლოგმა და მათმა მძღოლმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო ავღანეთის დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, გზის პირზე ნაღმის აფეთქების შედეგად. იუწყება მედია, ავღანეთის ინფორმაციისა და კულტურის სამინისტროზე დაყრდნობით.
ინცინდენტი დღეს დილით მოხდა. ოთხი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი - სამი არქეოლოგი და ერთი მძღოლი, ქაბულიდან ლოგარის პროვინციაში ბრუნდებოდნენ.
"ორი არქეოლოგი და ერთი მძღოლი მძიმედაა დაშავებული. ერთი არქეოლოგი ადგილზე გარდაიცვალა“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ამ მომენტისთის, პასუხისმგებლობას თავის თავზე არცერთი რადიკალური დაჯგუფება არ იღებს.