საბერძნეთის დედაქლაქში ათენში 21 ქართველი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან ქალებიც. ქურდობის ფაქტზე ემიგრაციაში მყოფი ქართველები ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სათვალთვალო ვიდეო კამერებმა დააფიქსირეს. ისინი სავაჭრო ცენტრში საკვებ პროდუქტებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს იპარავდნენ.
21 დაკავაბულიდან 19 ბრალს აღიარებს. ორი კი დუმილის უფლებას იყენებს. ამ დროის მონაცემებით, მათ მძიმე სისხლის დანაშაული არ ჩაუდენიათ, ამიტომ მათი საჯარიმო სანქცია ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ჯერჯერობით უცნობია რა რეაგირებას მოახდენს საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის მოქალაქებისთვის, ვინაიდან ვრცელდება ინფორმაცია რომ შესაძლოა დაკავებულებს შორის ორ მოქალაქეს თავისუფლების აღკვეთაც შეეფარდოს.
დაკავებულებიდან 19 პირი, რომლებმაც ჩადენილი დანაშაული აღიარეს, ფულადი ჯარიმის გადახდის შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლიატორს დატოვებინებენ. ხოლო ორ ქართველთან კი დაკავებულთა უფლებდამცველი აწარმოებს მოლაპარაკებას
"დანაშაული ჩვენი ქვეყნის მოაქლაქებმა ჩაიდინეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლიატორში იმყოფებიან. მათ სავარაუდოთ, ხვალ, 13:00 სათზე გაათავისუფლებენ. გარდა ორისა, რომლებიც დუმილილს უფლებას იყენებენ“, - აცხადებს დაკავაბულების ქართველი ადვოკატი.