ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალს მანქანა დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა ქალს მაშინ დაეჯახა, როდესაც ის გზაზე გადადიოდა.
ის უგონო მდგომარეობაში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ქალთან ერთად იმყოფებოდნენ მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი.
ოჯახის წევრები შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან.