საქართველოში სასკოლო გამოსაშვები გამოცდები 49 ათასმა მოსწავლემ ჩააბარა. მათგან 2 410 მოსწავლემ (4.9%) ვერ შეძლო ტესტირების გავლა. აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრი.
2018 წლის გამოცდებში მონაწილეობას იღებდნენ მე-12 კლასის მოსწავლეები და ასევე ის მოსწავლეებიც, რომელთაც გასულ წელს ვერ გადალახეს ბარიერი. ქართული ენა და ლიტერატურა ჩააბარა მოსწავლეთა - 98-მა პროცენტმა, უცხო ენა - 94-%, ისტორია - 97% , ხოლო მათემატიკა -93%-მა.
საქართველოს სკოლებში გამოცდების ნაწილის ჩაბარება შესაძლებელია 11 კლასში. გამოცდები გეოგრაფიაში ჩატარდება 12 ივნისს, ბიოლოგიაში - 13 ივნისს, ფიზიკაში - 14 ივნისს, ხოლო ქიმიაში - 15 ივნისს.
ცნობისთის, საქართველოში მოსწავლეები აბარებენ ოთხ გამოცდას. მათ შორის სამი სავალდებულოა - ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარ-ჩვევები, უცხო ენა. ხოლო მეოთხე არჩევითია: ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
2018 წლიდან არჩევითი გამოცდის ჩაბარება მხოლოდ ქართულ ენაზეა შესაძლებელი.