ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ცხრა ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, მწვავე მოწამვლის ნიშნებით იქნა გადაყვანილი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.
ყველა მათგანი მოწამლული იყო რესტორან "იმერულ ეზოში", რომელიც ნატახტარში მდებარეობს. პაციენტებს აღენიშნებათ ერთნაირი სიმპტომები და ისინი ამ დრომდე რჩებიან ექიმების ზედამხედველობის ქვეშ.
"იმერული ეზოს“ თანამშრომლები მოწამვლის ფაქტს უარყოფენ. „არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, რაც იმას დაადასტურებს რომ „იმერულ ეზოში“ მიღებული საკვების შედეგად მოხდა მოწამვლა“ - აცხადებს „იმერული ეზოს“ ფინანსისტი ირაკლი ხევცურიანი.
„სურსათის სააგენტოს წარმომადგენლები ჯერ არ მოსულან ჩვენს ობიექტზე. სავარაუდოდ ეს ჭორია. თუკი მათ ექნებათ სურვილი, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ“ - დასძინა მან.
სურსათის უვნებლობის სამსახური, თავის მხრივ აცხადებს, რომ ისინი რესტორანში დაუგეგმავი შემოწმების ჩატარებას განახორციელებენ და იხელმძღვანელებენ კანონით დადგენილი წესით.