29 მაისს თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნება. მომღერალი ამ მოვლენას მოუთმენლად ელოდება. გიო ხუციშვილი ბოლო რამდენიმე თვეა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მკურნალობის კურსს გადის - ის მძიმე დაავადებას ებრძვის.
გიო ხუციშვილის ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ გიო ხუციშვილის მეგობრები და კოლეგები: ნატო გელაშვილი, ლელა წურწუმია, მაია ჯაბუა, თამრიკო ჭოხონელიძე, ეკა კახიანი, ნუკრი კაპანაძე, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, დავით გომართელი, ანსამბლი "ფორტე" და სხვები. შესრულდება მსმენელისთვის კარგად ნაცნობი და ძალიან საყვარელი სიმღერები.