საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის აღმოსაფხვრელად და დამნაშავეების დასასჯელად. ამის შესახებ განცხადება ეკა ბესელიამ დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან დააკეთა.
„პირადად ჩემგან ძალიან დიდი სოლიდარობა ინგა გრიგოლიას და არა მარტო ჩემგან, არამედ მთელი სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის ის შემთხვევა, როცა ყველა ძალისხმევა იქნება მიმართული რომ დადგინდეს ყველაფერი რასთან გვაქვს საქმე. ვინ არის ეს მოძალადე ადამიანი და რა ამოძრავებს მას“ - აცხადებს ბესელია.
ის იმ პროცედურებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ინგა გრიგოლიას დასჭირდება იმისათვის რომ მისი უსაფრთხოება იქნას უზრუნველყოფილი და ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებები ამას სათანადოდ უზრუნველყოფენ.