პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ ინგა გრიგოლიას მიერ მასზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტის გახმოვანების შემდეგ კომუნიკაცია ჰქონდა პირადად ინგა გრიგოლიასთანაც და სამართალდამცველებთანაც და ამბობს, რომ ამ საქმეში აშკარად იკვეთება დანაშაულის ნიშნები. ამის შესახებ განცხადება დღეს სოფო კილაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან გააკეთა.
„ბუნებრივია უდანაშაულობის პრეზუმციას ვერ დავარღვევ, მაგრამ პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის, რომ ქალები აუცილებლად უნდა იყვნენ დაცულები და ეს არის ძალადობა სწორედ ქალის და წარმატებული ქალის მიმართ“ - აცხადებს სოფო კილაძე და დასძენს რომ „სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა ასეთ რამეს ადგილი აღარ ჰქონდეს არც ინგას და არც სხვა ქალების მიმართ“.
სოფი კოლაძე დასძენს, რომ ოჯახში ძალადობების და ქალების მიმართ განხორციელებული ძლადობების რაოდენობის ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის სახელმწიფოსთვის გამოწვევა.
„ინგა გრიგოლიას მაგალითი ნათელი დადასტურებაა იმის თუ რამხელა პრობლემას წარმოადგენს ეს ქვეყნისთვის. ეს არის გამოწვევა, რომელსაც ყოველდღიურად უნდა ვებრძოლოთ და გავატაროთ რეფორმები“ - აცხადებს კილაძე.