40 მოსამართლის უვადოდ დანიშვნა კატასტროფა იქნება, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს პროცესი არავითარ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას არ მოიცავს.
მისივე თქმით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადება არის ძალიან საინტერესო. მისივე განცხადებით, ეს არის გამაფრთხილებელი განცხადება კანონმდებლებისათვის, რომ ბევრად უფრო სერიოზულად მოეკიდონ სასამართლო სისტემის რეფორმის და უპირველეს ყოვლისა, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხს.
“ეს არის უმთავრესი გამოწვევა სახელმწიფოს წინაშე, რომ სასამართლო ხელისუფლება იყოს მართლაც დამოუკიდებელი და კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტებული. დისციპლინური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია. ეს იქნება საშუალება, რომ სასამართლო ხელისუფლება იყოს ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე და არ არსებობდეს ბერკეტი მოსამართლეზე ზეწოლის. საკანონმდებლო პროცესი გვიჩვენებს, რამდენად მივა პარლამენტი ამ შედეგამდე”, - განაცხადა ანა დოლიძემ.