46 წლის თეა ნიკოლეიშვილი იტალიაში, ტარანტოს პროვინციაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფრომაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ იტალიაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ემიგრანტმა განუცხადა, ახალაგზრდა ქალი თვითმკვლელობის მიზეზი შვილის დაკავება გახდა.
როგორც ცნობილია, ნიკოლეიშვილის 20 წლის გოგო, ლელა ღვინიაშვილი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, იტალიელმა სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, გოგონამ ის მოხუცი გაქურდა, სადაც თავად მუშაობდა და სახლიდან მამაკაცის დანაზოგი 60 000 ევრო მოიპარა. ახალგაზრდამ ეს თანხა საქართველოში გადმორიცხა. თუმცა, იტალიისა და საქართველოს სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობის შედეგად, თანხა დაიბლოკა და პატრონს უკან დაუბრუნდა.