„ამ კლიპზე საერთოდ არ მინდა საუბარი,სასაცილო თემაა უბრალოდ. კლიპზე იყო საუბარი, კლიპი ადრე ნახეთ, თუ მერე ნახეთო. საერთოდ არ მინახავს და რომ იცოდეთ, ეს გამოძიება 3 თვით ადრე დავიწყეთ. არც „ფეისბუქი“ მაქვს“, - განაცხადა საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას გიორგი გახარიამ.
აღნიშნული რეპლიკით მან საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირმა ნადირაშვილის კითხვას - დროის რა მონაკვეთში წაიკითხა ბერა ივანიშვილის პოსტი, ოპერაციის დაგეგმვამდე, თუ შემდეგ, გასცა პასუხი.