შინაგან საქმეთა მინისტრმა პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე საუბრისას არასრულწლოვანთა კოდექსსა და რეფერირების სისტემაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, ერთმნიშვნელოვნად, სასწრაფოდ არის დასახვეწი რეფერირების სიტემა.
"არასრულწლოვანთა კოდექსი არის რა თქმა უნდა სერიოზული პროგრესი, რომელმაც მნიშვნელოვნად დაარეგულირა საკითხები რომელიც ეხება დანაშაულს 14 წელს ზემოთ და იქ რეციდივის პროცენტი არის ძალიან დაბალი და ერთერთი საუკეთესოა ევროპაში, თუმცა მძიმედ გვაქვს საქმე იმ ყველაფერთან, რაც ეხება 14 წლამდე ასაკს.
2010 წელს შექმნილი რეფერირების სისტემა უბრალოდ არ მუშაობს და 14 წლამდე ბავშვები არიან საერთოდ უყურადღებოდ დარჩენილები. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ 14 წლამდე ბავშვებს პოლიცია არ უნდა ემუშავებოდეს. ეს არის სკოლის და განათლების სისტემის საქმე.
ერთმნიშვნელოვნად სასწრაფოდ არის დასახვეწი რეფერირების სიტემა. რეფერირება სულ ახლახან გავიგე, რომ 2010 წლის შემდეგ გავლილი აქვს სულ რაღაც 35 და 36 ბავშვს , ეს სიტემა არის დაშლილი და არ მუშაობს. 14 წლამდე ბავშვებში დანაშაულთან მუშაობისა და გამოსწორების ნაწილი არის რეფერირების სიტემა, ეს არის განთლების, ჯანდაცვის და მხოლოდ ამის შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა, ამიტომ აქ ვფიქრობ ერთობლივად უნდა ვიმუშოთ", - განაცხადა გახარიამ.