სამწუხაროდ, ქალბატონო გუგული [მაღრაძე] თქვენ და ზოგ შემთხვევაში პარლამენტარებიც ზოგჯერ ისეთ ვალდებულებებს გვაკისრებთ, რომელიც არ არის პირდაპირ ჩვენი ვალდებულება. მაგალითად, თამბაქოს მოწევასთან ბრძოლა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.
მან მაგალითად თამბაქოს მოწევასთან ბრძოლა დაასახელა. მისივე თქმით, რეალურად, საპატრულო პოლიცია ამაზე ხარჯავს ისეთ ენერგიას, დროს და რესურსს, რომელიც უნდა მოახმაროს სხვა რაღაცეებს.
„ისევე, როგორც ხმაურის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის საპატრულო პოლიციის ფუნქცია. თუმცა, ეს ის ამოცანებია, რაც უნდა იყოს გადაწყვეტილი, თუმცა ამას სხვანაირი მენეჯმენტი სჭირდება“, - განაცხადა გახარიამ.