მოწმე სასამართლოს დეტალურად აწვდის ინფორმაციებს საქმესთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდებოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია ღამის კლუბში - განაცხადა ჟურნალისტებთან ნარკოტიკების რეალიზაციის საქმის პროკურორმა, ვახტანგ ცალუღელაშვილმა.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს ჩვენებას მთავარი მოწმე აძლევს.
„როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს, ვინაიდან საქმეზე ერთ-ერთი მოწმე ხანგრძლივი დროით მიემგზავრება საზღვარგარეთ, დღეს ხორციელდება ამ მოწმის დაკითხვა დაცვის მხარის და ბრალდებულების მონაწილეიბით. მოწმეს ვუსვამთ შეკითხვებს ფაქტებთან დაკავშირებით, რაც მან იცის მოცემულ საქმეზე. მოწმე სასამართლოს დეტალურად აწვდის ინფორმაციებს საქმესთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდებოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია ღამის კლუბში. არასწორი შეფასებაა რომ ის არის აგენტი. მოწმე არის ადამიანი, რომელიც თანამშრომლობს სამარათალდამცავ უწყებებთან, რათა მხილებული იქნენ პირები განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციაში“, - განაცხადა ცალუღელაშვილმა.
პროკურორი არ აკონკრეტებს, თუ როდის და რომელ ქვეყანაში მიემგზავრება მოწმე. მისი განმარტებით, ის საზღვარგარეთ ხანგრძლივი დროით სამუშაოდ მიემგზავრება.
ცნობისთვის, 12 მაისს, კლუბებში, "ბასიანსა" და "გალერიში" საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ნარკორეალიზების ბრალდებით 8 პირია დაკავებული.