"ჩემი, როგორც იურისტის მოლოდინია, რომ შესაძლოა რომელიმე ბრალდებული გამოვა და დააბრალებს, რომ ან კალანდიამ დაარტყა დანა, ან მენაბდემ, ან კიდევ, ვიღაც სხვამ დაარტყა, რათა ამით ბრალდებულებმა გარკვეულწილად გამორიცხონ მათ მიერ დანების გამოყენება", - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ.
როგორც ის განმარტავს, თუ ბრალდებულები ისეთ გარემოებებზე ისაუბრებენ, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, ასეთ ინფორმაციაზე დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება.
"დაცვის მხარის მიერ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დანიშნულია ექსპერტიზები და რანდენადაც ვიცი კვლევები ჯერ დასრულებული არაა. შესაბამისად, დიდი ალბათობით, დღეს არ იქნება რომელიმე ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილი.
მთავარია მოვუსმინოთ რას იტყვის ბრალდებული, თუ რა თქმა უნდა, გადაწყვეტს ჩვენების მიცემას და უკვე კითხვებთან დაკავშირებით მერე ჩამოვყალიბდებით. შესაძლებელია, კითხვები საერთოდ არ გვქონდეს.
თუ ბრალდებულები ისაუბრებენ ისეთ გარემოებებზე, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, ასეთ ინფორმაციაზე დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება", - განაცხადა ფხაკაძემ.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.