თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში, 5-თვიან დუმილს არღვევს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული.
როგორც ჟურნალისტებთან მოკლულ დავით სარალიძის მამა აცხადებს, მას მოწმისგან ჭეშმარიტი ჩვენების მოლოდინი აქვს.
"თუ ამ ბრალდებულმა ჭეშმარიტება არ ისაუბრა, ჩათვალეთ, რომ მის კისერზე 11 ჭრილობა არის, რომელიც მინიმუმ, 12 წელს ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, მან სრული ჭეშმარიტება უნდა ისაუბროს. იმედი მაქვს, დამაჯერებლად ისაუბრებს, რომ მოსამართლე თავის სიმართლეში დაარწმუნოს. დღევანდელი მოცემულობით, ბოლო იმედი მოსამართლეა.
მოსამართლემ უნდა დადოს ჭეშმარიტი განაჩენი და არ გაიზიაროს ბრალდების წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ ამ საქმეს ნათელი მოეფინოს", - აცხადებს სარალიძე.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.