პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, 17 მაისის აქციის მონაწილეთა გადაწყვეტილებაში არავინ არ ჩარეულა და სახელმწიფოს მათთვის არანაირი ამკრძალავი წინაპირობა არ შეუქმნია.
მისი თქმით, სახელმწიფო კონსტიტუციურ პრინციპს იცავს, რომლის გათვალისწინებით, ქვეყნის ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია.
მისივე თქმით, პარლამენტს დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ კანონი მიღებული აქვს.
"რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია და პატრიარქის ინიციატივით, ოჯახის სიწმინდის დღედ არის გამოცხადებული. ამ საკითხზეც კონსტიტუციური ცვლილება განხორციელდა და ქალისა და მამაკაცის ქორწინებაზე ჩანაწერი გაკეთდა. სახელმწიფომ კონსტიტუციურ დონეზე ქორწინების დეფინიცია განსაზღვრა”, – განაცხადა ბესელიამ