აბსოლუტურად ღია ვიქნებით და მზად ვართ, ყველა კითხვას პასუხი გავცეთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში პარასკევს წარდგება და ისაუბრებს, როგორც სამინისტროს მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე, ასევე სამომავლო გეგმებსა და ღამის კლუბებში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე.
„დეპუტატებს ყველა ინფორმაციას მივაწვდით იმის თაობაზე, რაც ხდებოდა კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას და მის გარეთ. პარასკევს ყველაფერზე დეტალურად ვისაუბრებთ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.