საერთოდ, საქართველოს პრეზიდენტი ხუთი წელია საუბრობს იმაზე, რომ რუსეთმა უნდა აღიაროს შეცდომები და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების რაციონალურ გზას. არ ვიცი, ვისთვის იყო ეს აღმოჩენა და რატომ გაუკვირდათ ზოგიერთებს დღეს ამის მოსმენა, – ამის შესახებ პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვინც ყურადღებით მოუსმენს პრეზიდენტის განცხადებებს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ბევრ რამეს აღმოაჩენს.
„საერთოდ, საქართველოს პრეზიდენტი ხუთი წელია საუბრობს იმაზე, რომ რუსეთმა უნდა აღიაროს შეცდომები და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების რაციონალურ გზას. არ ვიცი, ვისთვის იყო ეს აღმოჩენა და რატომ გაუკვირდათ ზოგიერთებს დღეს ამის მოსმენა. არ ვიცი პირდაპირ რას დავაბრალო ასეთი გრანდიოზული აღმოჩენა ხუთი წლის მერე, რადგან ეს თქმულა საერთაშორისო ტრიბუნებზეც, ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარეთაც. ნებისმიერ შემთხვევაში, არ ვიცი რას დავაბრალო, მაგრამ გულწრფელად ვულოცავ იმ ადამიანებს, ვინც დღეს აღმოაჩინეს ეს ჭეშმარიტება“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართული საზოგადოება და მათ შორის ისიც, რუსეთთან სასაუბროდ მზად არის.