რუსეთის ხელისუფლება მარგველაშვილის განცხადებას გამოიყენებს იმის დასტურად, რომ საქართველოს ხელისუფლება კავკასიაში არსებულ „ახალ რეალობას“ აღიარებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გრიგოლ ვაშაძე გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, თუ მარგველაშვილის განცხადება კულუარებში ამ საკითხზე უკვე დაწყებულ მუშაობასთან არ არის კავშირში და ეს განცხადება მის პირად ინიციატივას უკავშირდება, ეს კრემლისთვის ბევრად მომგებიანი აღმოჩნდება.
მისივე თქმით, ჩვენ როგორც რიგითმა მოქალაქეებმა, კიდევ უნდა შევიგნოთ, რომ ვიღაცის რეკომენდაციით „ჯიპას“ რექტორის არჩევა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ამით მთავრდება
„რაში სჭირდება კრემლს დღევანდელი კონსტიტუციით დღევანდელი პრეზიდენტი, მით უმეტეს მარგველაშვილი და მით უმეტეს ოქტომბერში წამსვლელი. ეს არაფრით არ დამთავრდება და სრულიად გაუგებარია რითი მივა საქართველოს წარმომადგენელი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ამ შეხვედრაზე, ინტერესები არის სრულიად შეუთავსებელი. თუ ასეთი კულუარული მუშაობა არ მიმდინარეობდა კიდევ უკეთესი კრემლისთვის.
იქნება განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროსი ან კარასინის, რომელიც იტყვის, რომ ხომ ხედავთ საქართველოში საღი აზრი იმარჯვებს და როგორც იქნა ეს ქვეყანა თავისი წარმომადგენლების პირით ამბობს, რომ დრო არის აღიარონ ის ახალი რეალობა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა. ასედაც კარგია კრემლისთვის, ისედაც კარგია კრემლისთვის", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართული საზოგადოება და მათ შორის ისიც, რუსეთთან სასაუბროდ მზად არის.