თქვენ ეს ახალგაზრდები გადაგიყოლებენ - ეს ახალგაზრდები გააკეთებენ იმას, რომ ხელისუფლებაში თქვენნაირი ადამიანები აღარ იქნებიან, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა მმართველ გუნდს.
მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოკავშირედ გაიხადა კრიმინალი და სწორედ ეს ჯგუფები დაუპირისპირეს ახალგაზრდებს - იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სულ სხვა სულისკვეთებით არიან გაზრდილი
“ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოკავშირედ გაიხადა კრიმინალი. ის კრიმინალური ჯგუფების საშუალებით თავს ესხმოდა პოლიტიკურ ოპონენტებს. კრიმინალურ მოძალადე ჯგუფებს ჩვენ ვხედავდით აქციებზე, არჩევნებზე. ახლა სწორედ ეს ჯგუფები დაუპირისპირეს ახალგაზრდებს - იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სულ სხვა სულისკვეთებით არიან გაზრდილი და არ დაუკრავენ 31-ჯერ ტაშს ბიძინა ივანიშვილს. ეს ის ახალგაზრდები არიან, რომელთაც არ მიუციათ ქრთამი პოლიციისთვის და არ ენატრებათ 27 ლარად მოსკოვში გადაფრენა. თქვენ მათ ის მოძალადე ჯგუფები დაუპირისპირეთ, რომელთაც ხშირ შემთხვევაში, პატრიოტებს ეძახით. თქვენ იდენტობა სწორედ ასეთ კრიმინალური ჯგუფების მიმართ გაქვთ. ეს ყველაფერი თქვენი სრული კრახით დასრულდება. თქვენ ეს ახალგაზრდები გადაგიყოლებენ - ეს ახალგაზრდები გააკეთებენ იმას, რომ ხელისუფლებაში თქვენნაირი ადამიანები აღარ იქნებიან“, - მიმართა რატიანმა “ქართულ ოცნებას“.