ტატუნაშვილის მკვლელობის ირგვლივ ბევრი ყალბი ინფორმაციაც ვრცელდება, ზუსტად ამიტომაც მივდივართ, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ მოსკოვში გამგზავრებამდე განაცხადა.
საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლები ოკუპანტ სახელმწიფოში, პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე უკვე მესამედ მიემგზავრებიან.
მარშანიას განცხადებით, ისინი რუს დეპუტატებს ყველა მტკივნეულ საკითხზე ესაუბრება.
„მივდივართ მოსკოვში ბევრ მძიმე საკითხზე სასაუბროდ და ვაპირებთ ამ საზარელ მკვლელობაზე საუბარს. გვინდა, მაქსიმალურად მოვიპოვოთ ობიექტური ინფორმაცია. ის რომ ჟურნალისტები ბევრ რამეს იგონებენ, ფაქტია. ამ საზარელი მკვლელობის ირგვლივ ძალიან ბევრი ყალბი ინფორმაციაც ვრცელდება, ზუსტად ამიტომაც მივდივართ, რომ ყველაზე სასიჭირ-ბოროტო ტრაგიკულ საკითხებზე ვისაუბროთ და ბოლოსდაბოლოს შევაჩეროთ თუ დავამთავროთ არა“,-განაცხადა მარშანიამ.