ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ ის, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სარჩელის ან წარდგინების საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოპოტიკების ნაწილში არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული.
მისივე თქმით, ბოლო გადაწყვეტილება იყო, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მარიხუანას მოხმარებისთვის, ანუ მოხდა ამის დეკრიმინალიზაცია.
"დანარჩენი, თუ როგორ იქნება ამასთან მიმართებით საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებები, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ეს დამოკიდებულლი იქნება იმ სარჩელეზე და იმ წარდგინებებზე, რომელიც არის ახლა შემოსული ან მომავალში შემოვა საკონსტიტუციო სასამართლოში",- განაცხადა თავაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ორგანოების მიერ, რაც პერმანენტულად ხდება კიდეც.