ველოდებით, რომ ამომწურავ ინფორმაციას მივიღებთ იმის შესახებ, თუ რა მოხდა 12 მაისს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხად.
მას მოლოდინი აქვს, რომ გიორგი გახარია დეპუტატებს 12 მაისის მოვლენების თაობაზე სრულფასოვან და ამომწურავ ინფორმაციას მიაწოდებს.
„ველოდებით, რომ ამომწურავ ინფორმაციას მივიღებთ იმის შესახებ, თუ რა მოხდა 12 მაისს და როგორ გაგრძელდა შემდგომი პროცესები. გარკვეული დასკვნები ყოველგვარი ემოციებისა და ანგაჟირების გარეშე უნდა გამოვიტანოთ, თუ რა სჭირდება ქვეყანას სტაბილურობისთვის. არ მგონია, ოპოზიცია იმ ვითარებაში კონსტრუქციულად იყოს განწყობილი, რომელიც არსებობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.