თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძეს და სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელს მამუკა მუმლაძეს ტრანსპორტში კონდინცირებასთანდაკავშირებით სამარშრუტო ტაქსების მფლობელ კომპანიასთან მოლაპარაკებები დაავალა.
კალაძის თქმით, ადამიანებს კომფორტულად უნდა შეეძლოთ მგზავრობა.
„ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, მინდა დავავალო მერის მოადგილე მაია ბითაძეს და, ასევე სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელს, გავალებთ, რომ დაიწყოთ მოლაპარაკებები ე.წ ყვითელი მარშრუტკების კომპანიის ხელმძღვანელობასთან, რომ ზაფხულში კონდინცირების პრობლემა იყოს მოგვარებული და მერს და მერიას არ დასჭირდეს განმარტებების გაკეთება და მითითებების მიცემა, რომ ადამიანები იყვნენ კომფორტულ გარემოში და კომფორტულად შეეძლოთ მგზავრობა.
ამიტომ გავალებთ, რომ დღესვე დაიწყოთ მოლაპარაკებები კომპანიასთან, რომ ეს პრობლემა არ გახდეს სალაპარაკაო და არ მოგვიწიოს ხელმეორედ ამაზე ყურადღების გამახვილება. არის შესაძლებლობა და ელემენტარულია, რომ მგზავრებმა იმგზავრონ კომფორტულ გარემოში, ამიტომ ეს პრობლემა იქნას მოგვარებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.