ჩინეთის მოხალისეთა ჯგუფმა, დახურულ კოსმოსურ ლაბორატორიაში, მთვარეზე გაფრენის იმიტაციის ექსპერიმენტი დაასრულა.
პეკინის უნივერსიტეტში შექმნილი ლაბორატორია "მთვარის სასახლე" იყენებს ტექნოლოგიებს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში დედამიწის გარეთ ცხოვრების იმიტაციას ახდენს. ტესტის დროს, მეცნიერებმა დაადგინეს, თუ როგორი რეაგირება ექნებოდათ მონაწიელებს მთვარესთან მიახლოებისას.
ექსპერიმენტი 2017 წლის 10 მაისს დაიწყო და შედგებოდა რამდენიმე ეტაპისგან, რომლის საერთო ხანგრძლივობის ვადა იყო 370 დღე. სულ ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო რვა იაპონელმა სტუდენტმა, რომლებიც მონაცვლეობით ცხოვრობდნენ ლაბორატორიის დახურულ სივრცეში.
ექსპერიმენტული კომპლექსის ტერიტორია 160 კვადრატული მეტრია, სადაც არის ყველა აუციელბელი პირობა - საძინებელი, მისაღები, აბაზანა და ასევე ოთახი მცენარეებისა და ცხოველებისთვის.
პირველმა მოხალისეთა ჯგუფმა, რომელიც ოთხი ადამიანისგან შედგებოდა - ორი გოგო და ორი ბიჭი, დახურულ სივრცეში 60 დღე დაჰყო. ამის შემდეგ ისინი ჩაანაცვლა მეორე ჯგუფმა, რომელიც ასევე ოთხი წევრისგან შედგებოდა. მათ დაჰყვეს 200 დღე დახურულ სივრცეში. შემდეგ კვლავ პირველი ჯგუფი ჩაენაცვლა და მათი მონაცვლეობით დასრულდა ექსპერიმენტი.
მსგავსი ექსპერიმენტი ჩატარდა ჩინეთში 2014 წელს, როდესაც მოხალისეთა ჯგუფმა ავტონომიურ კომპლექსში 105 დღე დაჰყო.