რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი, მზადაა დააფიქსიროს, რომ ევროპაზე თავდასხმას არ აპირებს.
კრემლის მეთაურმა განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმების განხილვისას ყველაფერი „დიპლომატიურ ენაზე უნდა იყოს დაფუძნებული“.
„იმიტომ, რომ ერთია იმის თქმა, რომ რუსეთი ევროპაზე თავდასხმას არ აპირებს; ჩვენთვის ეს მართლაც სასაცილოდ ჟღერს.
„ჩვენ არასდროს გვქონია ამის განზრახვა, მაგრამ თუ მათ ჩვენგან მოსმენა სურთ, კარგი, ჩვენ ვაფიქსირებთ. კითხვები არ არის“, - თქვა მან.
პუტინმა განაცხადა, რომ ევროპაში არიან ადამიანები, რომლებიც საჯაროდ ამბობენ, რომ რუსეთი ევროპაზე თავდასხმისთვის ემზადება.
კრემლის მეთაურმა განაცხადა, რომ ასეთი ადამიანები „ცოტათი გიჟები“ არიან.
„მიუხედავად ამისა, თუ ეს საზოგადოებრივ ცნობიერებაში ტრიალებს, თუ მათ თავიანთი მოქალაქეები შეაშინეს და სურთ გაიგონ, რომ ჩვენ არანაირი განზრახვა არ გვაქვს და არანაირი აგრესიული გეგმები არ გვაქვს ევროპის მიმართ, მაშინ, გთხოვთ, მზად ვართ, ეს ნებისმიერი ფორმით დავადოკუმენტიროთ“, - განაცხადა კრემლის ლიდერმა.