რუსული არმია სამხედრო სიმძლავრისა და ოფიცრების ნაკლებობას განიცდის, იმისათვის, რათა წარმატებული სამხედრო ოპერაციები აწარმოოს. ამ დასკვნამდე მივიდნენ ექსპერტები, რომლებმაც გაანალიზეს, თუ რა მოხდა რუსულ არმიაში საქართველოსთან წარმოებული ხუთდღიანი ომის შემდეგ. რუსული არმიის მიერ დაგეგმილი გარდაქმნები ჯერ ჯერობით ხელშესახებ შედეგებს არ იძლევიან. წერს "ნეზავისიმაია გაზეტა".
მათივე ინფორმაციით, თუკი ორი წლის წინ არმიაში იყო ოფიცრების სიჭარბე, ახლა უკვე, მასობრივი შემცირებების შემდეგ მათი დანაკლისია. პრაპორშიკებისა და მიჩმანების ინსტიტუტის საერთოდ გაუქმებამ ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი როლი ითამაშა.
"მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საუბარი მიდის ახალი სახის იარაღის შესყიდვაზე რუსული არმია მხოლოდ 10-15 % არის აღჭურვილი თანამედროვე იარაღით. არმიას დღემდე არა აქვს გადასატანი და სტაციონარული მიმღებები გლობალური ნავიგაციური თანამგზავრული სისტემაზე. რუსული დანაყოფების განკარგულებაში ასევე არ არის უპილოტო-მზვერავი თვითმფრინავები. ასევე სავალალო მდგომარეობაშია სადაზვერვო სისტემები, კავშირი მაშინ როდესაც წამყვანი ქვეყნები უკვე დიდი ხანია ციფრულ მართვაზე არიან გადასულნი. შედეგად, ჯერ ჯერობით პერსპექტივა ასეთია - დაზვერვაზე რუსულმა ბომბდამშენებმა უნდა იფრინონ და მათი ხელმძღვანელობა, მოსკოვიდან მობილური ტელეფონებით უნდა მოხდეს", _ წერს სტატიის ავტორი, პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ხრამჩიხინი.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ "რუსულმა არმიამ მაშინ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემებისგან მნიშვნელოვანი ზარალი მიიღო. ჯავშანტექნიკა ასევე არ ექვემდებარება მსოფლიო სტანდარტებს. ძველი ტექნიკა ჩამოწერე და ახლით არ შეცვალეს.
"თუკი ამჟამად სამხრეთ კავკასიაში არსებული რუსული სამხედრო ოლქის შეიარაღება საქართველოს შეიარაღებას აჭარბებს, ეს აგვისტოს კონფლიქტის მერე საქართველოს არმიის მდგომარეობის გამო არსებული სხვაობაა. თუმცა, სიტუაცია კრიზისის გამო შეიძლება შეიცვალოს, რომლის გამოც შეიძლება, ძალიან ბევრი სამხედრო ტექნიკა გამოთავისუფლდეს, რომელიც ნატომ შესაძლოა ძალიან დაბალ ფასში მიყიდოს საქართველოს ან სულაც აჩუქოს. მაშინ საქართველოს სამხედრო პოტენციალი კავკასიაში რუსეთის სამხედრო პოტენციალზე მეტი იქნება", _ აცხადებს ხრამჩიხინი.