გორში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა კომბინატის დასახლებაში რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილობრივი გამოცემის ცნობით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დამნაშავის დასაკავებლად კი, მათი ინფორმაციით, ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს. გამოცემა ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ შეიარაღებული პირი ერთ-ერთ კორპუსში შევიდა.
სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
ფოტო: "ქართლის ამბები"