Sky News-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან რომში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის პოტენციურ შესაძლებლობაზე ისაუბრა.
Sky News-ის“წყაროების ცნობით, ტრამპმა ხუთშაბათს, 7 აგვისტოს, მელონისთან ერთად განიხილა რომის, როგორც მოლაპარაკების პლატფორმის გამოყენების შესაძლებლობა პუტინთან მომავალ კვირას დაგეგმილ შეხვედრაზე.
თანამოსაუბრეების თქმით, თუ აშშ-ის პრეზიდენტი და კრემლის მეთაური რომში შეხვდებიან, ეს ვატიკანში მოხდება.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, რომ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, „როგორ და სად გაიმართება რეალური დიპლომატიური დიალოგი რუსეთსა და უკრაინას შორის, იტალია მზად იქნება გულწრფელად და კონსტრუქციულად დაუჭიროს მხარი ამ პროცესს“.
თუმცა, თუ ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებების ადგილად იტალია ან ვატიკანი შეირჩევა, კრემლის მეტაურის დაპატიმრების საერთაშორისო სასამართლოს ორდერის გაცემის საკითხი წამოიჭრება.
იტალია, როგორც რომის სტატუტის წევრი, ვალდებული იქნება პუტინი დააპატიმროს.