გორში დააკავეს პირი, რომელმაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი დაჭრა და ადგილიდან მიმალვა სცადა | ადგილობრივი მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოცემა "ქართლის ამბების" ცნობით, დაჭრაში ბრალდებულის დასაკავებლად ადგილზე სპეცრაზმის გამოძახება გახდა საჭირო. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ შეიარაღებული პირი ერთ-ერთ კორპუსში შევიდა.
ფოტო: "ქართლის ამბები"