ტურიზმის დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარე მაია სიდამონიძე ტურისტულ სექტორშის რეფორმას გეგმავს. მაია სიდამონიძის განცხადებით, დარგის რესტრუქტურიზაციით არა მხოლოდ საჯარო, არამედ კერძო სექტორიც უნდა დაკავდეს.
"ჩემს პროექტში დეტალურად მქონდა განხილული მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიები. უნდა მოხდეს მთლიანად ტურისტული სექტორის რეფორმას, სადაც იგულისხმება საჯარო და კერძო სექტორის როლების განსაზღვრა, ერთობლივი და ინტენსიური მუშაობა. ჩემს პროექტში აღნიშნული მაქვს ასევე, რომ უნდა მოხდეს მცირე და საშუალო ბიზნესისათვის მაქსიმალური ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. უნდა გაიზარდოს ასევე მომსახურეობის ხარისხი", _ აცხადებს სიდამონიძე.
სიდამონიძის პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებიუს მინისტრმა ვერა ქობალიამ 109 პროექტიდან შეარჩია და პროერქტის ავტორს ტურიზმის დეპარტამენტის პოსტი შესთავაზა. როგორც მინისტრმა განაცხადა მაა სიდამონიძის პროექტი არის დაბალბიუჯეტიანი და მაქსიმალურად შედეგეზე ორინეტირებული.
"მცირე ბიუჯეტიან პროექტში იგულისხმება ღირებულებისა და ეფექტურობის თანხვედრა. შედეგი დანახარჯებზე უნდა იყოს დაფუძნებული და ის დანახარჯს უნდა აღემატებოდეს", _ განაცხადა ტირიზმის დეპარტამენტის ახალმა თავმჯდომარემ მაია სიდამონიძემ.