„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე სასამართლო პროცესი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იყო ჩანიშნული, გადაიდო. აღნიშნული შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. ადვოკატ ბექა ბასიალაიას განმარტებით, მშენებლობების დაწყებამდე, ტექნიკური საკითხებია დარჩენილი და სხდომის გადადება ამ მიზეზით ითხოვა.
ბათუმის „მაგნოლიას“ ეპიზოდზე, რომელზეც ბრალდებულები არიან გურამ და მაია რჩეულიშვილები, შემდეგი სასამართლო სხდომა 1-ელ ივნისს, 10:30 საათზე გაიმართება.