6, 7 და 8 ოქტომბერს "თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის" ფარგლებში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი ჩატარდება.
სემინარები დისკუსიის სახით შედგება. მას თეატრის კრიტიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი იან ჰერბერტი გაუძღვება.
სემინარის დამსწრენი იან ჰერბერტთან ერთად განიხილავენ სპექტაკლებს, რომელსაც დაესწრებიან ფესტივალის მსვლელობისას: "ისე, რა" - საფრანგეთი, ხორვატია;
"ნიღაბი" - ბაქოს პანტომიმის სახელმწიფო დრამატული თეატრი;
"ზიგმუნდის ოინები" - საფრანგეთი, რეჟისორი ფილიპ ჟანტი.
სტუდენტებს მიეცემათ საშუალება საინფორმაციო ბროშურის სახით შეფასება მისცენ ქართულ სპექტაკლებს, რომელიც 9-12 ოქტომბერს გაიმართება.
სემინარი 5 ოქტომბერს გაიხსნა.