საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 12-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსნებეთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო 2018 წლის 5 მარტიდან აკრძალული იყო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იყო სოფ.ორბელზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე.