კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, ერთ-ერთი ოჯახში სამი ნიღბიანი შეიჭრა.
თავდამსხმელებმა სახლიდან ფული და ძვირფასეულობა წაიღეს.
მათ ასევე, ოჯახის ორ წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას.